Friday, May 8, 2015



                                     P l a n

გაკვეთილის მთავარი თემა_Festivals in different season.
მოსწავლეთა საფეხური_IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი_კლასში არის 10 მოსწავლე,ამათგან არცერთი არ  
     მოითხოვს  განსაკუთრებულ მიდგომას.
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა_მოსწავლეები  შეისწავლიან                  ახალ სიტყვებს,მათ მნიშვნელობებს,ეუფლებიან გამოთქმის წესებს.
გაკვეთილის მიზნები_გაიგონ ახალი სიტყვების მნიშვნელობები.შეძლონ ამ       სიტყვების მეშვეობით  წინადადებების აგება,რაც დაკავშირებულია გაკვეთილთან. შეძლონ მარტივი დიალოგის გამართვა.
მისაღწევი შედეგები_მოსწავლე ამოიცნობს ნასწავლ სიტყვებს,მუშაობს ილუსტრაციებზე,და ექმება წინასწარი განწყობა. იცავს  ენისათვის დამახასიათებელ ინტონაციას,და აქვს სათანადო გამოთქმა.
სასწავლო მასალა და ტექ.რესურსები_სახელმძღვანელო:Mary Bowen.Liz    Hoking.  "English  World", რვეული,კალამი,ცარცი,ნოუთბუქი,დაფა.
წინარე ცოდნა_შეუძლიათ ზოგადად ჩამოაყალიბონ აზრი ამა თუ იმ თემის შესახებ.
გაკვეთილის დაწყებისას ვესალმები მოსწავლეებს,ვქმნი საგაკვეთილო განწყობას, გამოვიკითხავ  დღეს, თვეს,სეზონს,თუ როგორი ამინდია და ამის შემდგომ გადავდივარ გაკვეთილზე. ვამოწმებ საშინაო დავალებას. გამოვიკითხავ გაკვეთილს კითხვით,თარგმნით. ვსვამ შეკითხვებს გაკვეთილის გარშემო. 
შემდეგ   მოსწავლეებს ვამუშავებ ჯგუფურად: გავყოფ ორ ჯგუფად, მივცემ დავალებას.   ფურცელზე მოთავსებული ნახატის მეშვეობით უნდა გამოიცნონ თუ რომელი ქვეყნის ფესტივალზეა საუბარი და აღწერონ  შეძლებისდაგვარად.

No comments:

Post a Comment